გაკვეთილის თემა:
ასურელი მამების ნაკვალევზე.
სწავლების საფეხური: მე-5
მოსწავლეთა პროფილი: 27
მიზანი: მოსწავლე გაეცნოს, რა არის მონასტერი, ვინ არის ბერი რელიგიური დანიშნულების გარდა კიდევ რა დანიშნულება ჰქონდა მონასტერს. ვინ იყვნენ საქართველოში მოღვაწე "ასურელი მამები". განუვითარდეს მოსწავლეს დაკვირვების, მსჯელობის, დასკვნის გაკეთების უნარი.
მისაღწევი შედეგი: მოსწავლე ასხვავებს კულტურის კომპონენტებს და
განიხილავს მათ ურთიერთკავშირს. კითხულობს და რუკებს, წყაროებს.
წინარე ცოდნა: მოსწავლემ იცის, როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში, რა პირობებში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. იცის ნინო კაბადოკიელის ღვაწლის შესახებ და პირველი საეკლესიო მშენებლობის შესახებ.
რესურსები: სახელმძღვანელო, ფიტო მასალა.
გაკვეთილის მსვლელობა: მისალმება, გაკვეთილი იწყება გონებრივი იერიშით:
1) როდის შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში?
2) ვინ იყვნენ ქრისტიანობის გამავრცელებლები?
3) წმინდა ნინოს მითითებით რომელი ტაძარი ააგეს მცხეთაში?
4) დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი ეკლესია- ტაძრები?
კითხვებზე მიღებული პასუხების შემდეგ მოსწავლეები ეცნობიან ფოტო მასალას, სადაც აღბეჭდილია ასურელ მამათა მიერ დაარსებული ეკლესია-მონასტრები.
მასწავლებლის მინი ლექცია „ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში“
მინი ლექციის შემდეგ მისივე მითითებით მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტზე და წყაროებზე.
აგრეთვე მუშაობენ ლექსიკონზე. რის შემდეგ პასუხობენ დასმულ შეკითხვებს.
1) ვინ არიან ასურელი მამები?
2)
როდის ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში?
3)
ჩამოთვალეთ ეკლესია-მონასტრები და შესაბამისად ასურელი მამები, რომლებმაც დააარსეს პირველად მონასტრები საქართველოში?
4)
ფოტო მასალის მიხედვით განასხვავეთ თითოეული მონასტერი ერთმანეთისგან?
5)
რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა სამონასტრო მშენებლობას?
საბოლოოდ მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს სამონასტრო საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ, არამარტო რელიგიის, არამედ სწავლა- განათლებისა და კულტურის განვითარების საქმეში.
საშინაო დავალება: მოსწავლეებს ეძლევათ გაკვეთილის ბოლოში მოცემული ტექსტი, სადაც იპოვნიან შეცდომებს და გაასწორებენ.
შეფასება: განმსაზღვრელი.
No comments:
Post a Comment