Monday, May 11, 2015

დაკვირვების ფურცელი პრეზენტაციის დროს

კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
მოსწავლე მეტყველებს გამართულად



იყენებს არავერბალურ კომუნიკაციებს



ჩანს მისი შემოქმედებითი უნარი



იყენებს თვალსაჩინოებებს



იცავს დროის ლიმიტს







პროექტზე მუშაობისას ერთი კონკრეტული აქტივობის - დისკუსიის შეფასების რუბრიკა

~კრიტერიუმები


8 – 10 ქულა
5 – 7 ქულა
1 – 4 ქულა
საუბარი
მეტყველებს მკაფიოდ და გასაგებად
ძირითადად მეტყველებს გასაგებად
მეტყველება არამკაფიოა და ნაკლებად გასაგები
მონაწილეობა
იჩენს ინტერესს თემისადმი და გამოთქვამს საჭირო კომენტარებს
გამოხატავს ინტერესს, მაგრამ კომენტარები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
არ იჩენს ინტერესს და არ აკეთებს კომენტარებს სადისკუსიო თემისადმი
კოოპერაცია
თანამსრომლობს თანაკლასელებთან და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზირითადად იცავს დისკუსიის წესებს
უჭირს თანამშრომლობა და არ იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება გამყარებულია ფაქტებით.არის ლოგიკური კავშირი თემასთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს თემესთან

nato


Sunday, May 10, 2015

ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის ეს ტრენინგი. მიღებული ცოდნა დამეხმარება იმაში,რომ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო გავხადო.  
   გმადლობთ ქალბატონო მარინე – ეს თქვენი დამსახურებაა.

პრეზენტაცია

Friday, May 8, 2015

ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა,მომენატრება...

პროექტი

პროექტის სათაური
ქართული საგანძურის თავგადასავალი
პროექტის მთავარი იდეა
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე.
პროექტის აქტუალობა
გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ–ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის დროს), რესურსების ორგანიზება, ცოდნის მობილიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები
ანალიტიკური,შემოქმედებითი და კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება
მონაწილეთა ასაკი
11-12  წელი
ვადები/ხანგრძლივობა
1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა, თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება და შეფასება. აგრეთვე სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო, ანდრია აფაქიძე “აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი.” “მეცნიერება”, თბილისი, 1966 წელი. “ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე.” გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი.” 2003 წელი.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად
თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება  “ექვთიმე თაყაიშვილი და ქართული საგანძური.”
ჯგუფები მითითებულ დავალებებთან დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში.
აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის ორგანიზება და წარმოდგენა 
აქტივობა 3. კითხვარი რა ვიცით ქართული საგანძურის შესახებ?
აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის საშუალებით.
აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა ბლოგზე.
აქტივობა 6. პრეზენტაციის მომზადება თემაზე “საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საქმიანობა.”
 აქტივობა 7. ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები “წერა- კითხვის საზოგადოებაში” თავისი საქმიანობის შესახებ-გაცნობა, ასევე მისივე მოგონებები ემიგრანტული ცხოვრების შესახებ.
აქტივობა 8. მომზადებული პრეზენტაციების პრეზენტირება, შეჯამება და პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.

აქტივობა 9. დისკუსია თემაზე: “ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილმა შეუნარჩუნა საგანძური თავის სამშობლოს და ქართველ ერს”.
მსგავს შემთხვევაში თქვენ როგორ მოიქცეოდით?
დისკუსიის შეჯამება.


აქტივობა 10. გამოფენა -პრეზენტირება
პროექტის განხორციელებისას შექმნილი პროდუქტების.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია,  ქართული ლიტერატურა, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ნატალია ჯოჯუა
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
natojojua@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

Sunday, May 3, 2015

დღეს ჩემთვის საინტერესო კითხვებზე მივიღე პასუხი